Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ მსოფლიო რეიტინგის სათავეშია

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

2020 წლის რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა.

 
View this post on Instagram
 

NOV8K DJOKOVIC!!! 🇷🇸 @djokernole wins his EIGHTH (!!) #AusOpen title, defeating Thiem 6-4 4-6 2-6 6-3 6-4 🏆

A post shared by ATP Tour (@atptour) on

სერბი ჩოგბურთელი კარიერის განმავლობაში მე-17 დიდი სლემის ტიტულის მფლობელი გახდა, რაც არსებობის ისტორიაში მე-3 საუკეთესო მაჩვენებელია, ყველაზე მეტი - 20 ტიტული როჯერ ფედერერს აქვს, ხოლო შვეიცარიელზე ერთით ნაკლები - 19 ტიტულით ამ სტატისტიკური მაჩვენებლის მეორე პოზიციაზე ესპანელი მატადორი - რაფაელ ნადალია. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი რაუნდიდან ფინალამდე შესანიშნავად იასპარეზა. რაც შეეხება ფინალს, სადაც ნოლეს მეტოქე დომინიკ ტიმი გახლდათ, თამამად შეგვიძლია შეხვედრას ვუწოდოთ დრამატული. ავსტრიელი ჩოგბურთელისათვის ეს რიგით მეორე დიდი სლემის ფინალი იყო, ტიმი ტიტულთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, თუმცა მაშინ როდესაც ოპონენტი ნოვაკ ჯოკოვიჩია ტიტულამდე მისასვლელი გზა ყოველთვის შორია. შეხვედრა ზუსტად 4 საათს გაგრძელდა, საბოლოო ანგარიში კი ასეთია - 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 - ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.  ნოლემ გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დაცვით, მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.  შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობად მერვედ მოიგო.  

სხვა სტატიები