Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა (ვიდეო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა. ლეგენდარული სერბი რამდენიმე წუთის წინ, რუს, დანილ მედვედევთან (14) 3 სეტში დამარცხდა - 3:6; 6:3; 2:6 და ტურნირს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. დაპირისპირება 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ძალიან დაძაბულ თამაშში მედვედევმა 5, ჯოკოვიჩმა კი 2 ბრეიკი შეასრულა. დანილ მედვედევი, რომელიც მასტერსის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა, ხვალ კიდევ ერთ სერბს, დუშან ლაიოვიჩს (48) ეთამაშება.

სხვა სტატიები