Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი ფედერერის რეკორდის დამხობასთან ახლოსაა

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
საჩოგბურთო და სპორტულ სამყაროში არაერთი სტატისტიკური მონაცემი არსებობს, რის შედეგადაც სპორტსმენებს უფრო დიდი მოტივაცია აქვთ, რომ ამა თუ იმ ჭრილში სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირონ. ამჯერად საქმე ეხება სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომელიც ასახავს თუ ვინ რამდენი კვირა გაატარა საჩოგბურთო სამყაროში პირველ პოზიციაზე. ალბათ არავის გაუკვირდება თუ გაიგებს, რომ ამ მხრივ რეკორდი ლეგენდარულ როჯერ ფედერერს ეკუთვნის, რომელსაც მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე 310 კვირა აქვს გატარებული, მისი მთავარი მდევარი კი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც რეიტინგის მოქმედი ლიდერია. როჯერ ფედერერს პირველ პოზიციაზე ჯამში 310 კვირა აქვს გატარებული, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი 292, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სერბი ჩოგბურთელი აღნიშნულ პოზიციას 2021 წლის მარტის ჩათვლით შეინარჩუნებს, ის ახალ რეკორდს დააფიქსირებს. ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში, ფედერერისა და ჯოკოვიჩის მთავარი მდევარი, რომელიც მოქმედი ჩოგბურთელია, რაფაელ ნადალია - ესპანელი მატადორი რეიტინგის სათავეში 209 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
"მოვხსნი თუ არა ამ რეკორდს პირველ რიგში ნადალისა და დომინიკ ტიმის თამაშზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ მათთან 2000-ქულიანი სხვაობა მაქვს, მოდუნების საშუალება არ მაქვს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ წარიმართება. თუ 2021 წლის მარტში კვლავ პირველი ნომერი ვიქნები, ახალი რეკორდის დაფიქსირებას ჩემს დედასა და მეუღლეს მივუძღვნი", - აცხადევს სერბი ჩოგბურთელი.
შეგახსენებთ, წლევანდელი საჩოგბურთო სეზონის ყველაზე მაღალრეიტინგული ტურნირი ლონდონის შემაჯამებელი ასპარეზია, რომლის გამარჯვებულს 1500 ქულა ერგება.  

სხვა სტატიები