Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი სათავეში მოექცა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
თუ არ ჩავთვლით სარეკლამო ხელშეკრულებებს, მხოლოდ საჩოგბურთო კარიერით ნოვაკ ჯოკოვიჩს ყველა ჩოგბურთელზე მეტი აქვს გამომუშავებული. დღეს გამთენიისას ამერიკის ღია პირველობა დასრულდა, სადაც სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-14 დიდი სლემის ტურნირის მოგება იზეიმა - ჰონორარის სახით მან 3.8 მილიონი დოლარი მიიღო, რითაც თვით როჯერ ფედერერის მონაგარს გადაასწრო. კარიერის განმავლობაში ნოვაკ ჯოკოვიჩს 119 110 890 დოლარი აქვს გამომუშავებული რითაც ამ მხრივ იგი სათავეში მოექცა. გთავაზობთ TOP 10 ჩოგბურთელს რომელსაც „ჩოგნის ქნევით“ ყველაზე მეტი თანხა აქვს გამომუშავებული: 1) ნოვაკ ჯოკოვიჩი - $ 119 110 890 2) როჯერ ფედერერი - $ 117 773 812 3) რაფაელ ნადალი - $ 103 251 975 4) ენდი მარი - $ 61 024 985 5) პიტ სამპრასი - $ 43 280 489 6) სტანისლას ვავრინკა - $ 31 534 297 7) დავიდ ფერერი - $ 31 284 696 8) ანდრე აგასი - $ 31 152 975 9) ტომაშ ბერდიხი - $ 28 931 999 10) ბორის ბეკერი - $ 25 080 956  

სხვა სტატიები