Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსით კიდევ ერთ ისტორიას წერს

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ისტორია დაწერილია! ნოვაჯ ჯოკოვიჩმა ცინცინატის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერს 2 სეტში (6:4 6:4) სძლია, რაც იმას ნიშნავს რომ ნოვაკი პირველი ჩოგბურთელია ვინც ცხრავე მასტერსი მოიგო, აქამდე მას ცინცინატის მასტერსის მოგების საშუალება 6-ჯერ ჰქონდა თუმცა ექვსივე ფინალი დათმო როჯერს კი ცინცინატის მასტერსი 7-ჯერ აქვს მოგებული. ამ გამარჯვებით ნოვაკმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში, სადაც 46 მატჩიდან 24 სერბს, 22 კი მაესტროს აქვს მოგებული. პირველი სეტი ერთი ბრეიკის წყალობით ნოვაკმა 38 წუთში დაასრულა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ, როჯერმა მეორე სეტის დასაწყისშივე შეასრულა ბრეიკი, თუმცა უმალვე დაკარგა საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც ნოვაკმა მას მეორეჯერ წაართვა მოწოდება და საკუთარი ჩაწოდებების ხარჯზე ერთი შეხედვით მარტივ დროში, საათსა და 25 წუთში დაასრულა მატჩი.   31 წლის სერბი სულ უფრო და უფრო შედის ფორმაში, საინტერესოა თუ როგორ იასპარეზებს ამერიკის ღია პირველობაზე და შეძლებს თუ არა მესამეჯერ ამ ტიტულის დაუფლებას.   შეგახსენებთ ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია ვის აქტივშიც არის ოთხივე დიდი სლემის ტურნირი, ცხრავე მასტერსის ტურნირი და ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი.
ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის მე-6 ჩოგანი გახდა.

სხვა სტატიები