Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინაციის წინააღმდეგია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კორონავირუსმა ნოვაკ ჯოკოვიჩი კიდევ ერთი დილემის წინაშე დააყენა, ამჯერად საქმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება. სერბი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ არცერთ შესაძლო ვარიანტში კორონავირუსის წინააღმდეგ გამოგონილი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. "პირადად მე კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის გაკეთებას არ ვაპირებ, ამის წინააღმდეგი ვარ. თუ პროფესიონალური საჩოგბურთო ტური აგვისტოში ან სექტემბერში განახლდება, შესაძლოა ვაქცინინაცია სავალდებულოც იყოს, ამ შემთხვევაში მე დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები", - აცხადებს სერბი. Eurosport-ის ვარაუდით თუ ნოვაკ ჯოკოვიჩი სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ წავა, ეს მის კორტზე დაბრუნებას გარკვეული პერიოდით გადაავადებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის პირველი ნომერი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, მან არაერთი მნიშვნელოვანი დახმარება გაიღო კორონავირუსით დაზარალებულთათვის, როგორც თავისი სამშობლოსათვის, ასევე მსოფლიოსთვის და მათ შორის დაბალ რეიტინგიანი ჩოგბურთელებისათვის.

სხვა სტატიები