Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის დაუჯერებელი მაჩვენებელი დიდ სლემებზე

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი 28 ივნისიდან მიმდინარეობს და 2 კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საჩოგბურთო სამყაროს ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი, რაფაელ ნადალის გარდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია. 2021 წლის უიმბლდონის ტურნირზე ჯოკოვიჩის მიერ ნათამაშებმა პირველმა სეტმა, თითქოს საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ რეალურად სერბი ბალახისსაფარიან კორტზე თავს ბრწყინვალედ გრძნობს და ტოვებს წარმოდგენას, რომ ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე გამოკვეთილი ლიდერია. 1/8-ფინალურ ეტაპზე ჯოკოვიჩმა კრისტიან გარინი დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ჯოკოვიჩმა მისი ფენომენალური კარიერის განმავლობაში დიდი სლემის ტურნირებზე 1/4-ფინალურ ეტაპზე გასვლა 50-ედ შეძლო. 1/4-ფინალურ ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 48-ე ნომერი, უნგრელი ჩოგბურთელი, მარტონ ფუქსოვიჩი იქნება.

სხვა სტატიები