Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის ისტორიული რეკორდი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი გასული დეკადის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ, რეიტინგის სათავეში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ზემოთხსენებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს აქამდე ლეგენდარული როჯერ ფედერერი ლიდერობდა, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერი ჯამში 310 კვირის განმავლობაში იყო, თუმცა ამ კვირიდან ჯოკოვიჩმა ეს რეკორდი დაამხო.

როგორც ხედავთ, ჯოკოვიჩმა რეიტინგის სათავეში, ჯამურად 311 კვირა გაატარა, რაც ისტორიული მაჩვენებელია. ასევე უნდა ითქვას, რომ მოქმედი ჩოგბურთელებიდან ამ მხრივ საუკეთესო ექვსეულში 3 ჩოგბურთელია, ჯოკოვიჩი, ფედერერი და რაფაელ ნადალი. ამ უკანასკნელის მსოფლიოს პირველ ნომრად ხილვის საშუალება, მის ქომაგებს ჯამში 209 კვირის განმავლობაში ჰქონდათ. ჯერჯერობით ნოვაკ ჯოკოვიჩს რეიტინგის სათავეში ყოფნაში ვერავინ ეცილება, სერბმა 2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით 2000-ქულა დაიცვა, ის მის უახლოეს მდევარს, რაფაელ ნადალს, 2180 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები