Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის კლასტერი გრძელდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის საკითხი სამწუხაროდ სპორტულ ასპარეზზე კვლავ არ კარგავს აქტუალობას. ზემოთხსენებული შემთხვევა საჩოგბურთო სამყაროში "ადრია ტურის" ჩატარებამ გამოიწვია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხრე ნოვაკ ჯოკოვიჩი გახლდათ, რომელიც საკუთარ მეუღლესა და არაერთ ჩოგბურთელთან ერთად Covid-19-ის მსხვერპლი გახდა. ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსთან ერთად უამრავი ადამიანი და ჩოგბურთელი ებრძვის, ეს ყველაფერი კი სერბის მხრიდან გაჟღერებული არაერთი მოსაზრების შედეგია, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის ნააზრევისა და შეხედულებებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული გახლდათ. კორონავირუსით დაინფიცირება გრიგორ დიმიტროვისაგან დაიწყო, ბორნა ჩორიჩით გაგრძელდა და ამჟამად "ჯოკოვიჩის ირგვლივ" ტრიალებს, გამომდინარე იქედან, რომ სერბ ჩოგბურთელთან ერთად მისი მეუღლე და სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი დაინფიცირდნენ. მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი სერბი ჩოგბურთელის დაინფიცირებული მწვრთნელი, უიმბლდონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საასპარეზო წლის გამარჯვებული - გორან ივანიშევიჩია.

სხვა სტატიები