Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგი ხმაურიანი განაცხადი

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსის პანდემიისას სპორტული ჟურნალისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამოხმაურებადი სპორტსმენი გახლდათ. თავდაპირველად ყურადღების ცენტრში მოექცა იმით, რომ ჯოკოვიჩი საკუთარი სამშობლოსადმი უანგაროდაა შეყვარებული და პანდემიისაგან გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრაშიც საკუთარი წვლილი თავდაუზოგავად შეჰქონდა. მან საკმაოდ სოლიდური ფინანსური დახმარება გაუწია თანამემამულეებს. მას შემდეგ, რაც დადგა საკითხი იმისა, რომ მსოფლიომ შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინა "მოიგონოს", სერბი ჩოგბურთელი აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა, რომლის შემდეგაც დიდხანს მიმოიხილებოდა მისი მოსაზრება. ნოლემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ის ვაქცინის წინააღმდეგი იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიკეთებს ვაქცინაციას, თუ ეს აუცილებელი იქნება ამა თუ იმ ტურნირზე ასპარეზობისათვის. ახლახანს ნოვაკმა კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც სერბი ამერიკის ღია პირველობაში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს, მიზეზად კი ქვეყანაში, უფრო კონკრეტულად კი ნიუ იორკში არსებული უმძიმესი ეპიდვითარება დაასახელა.
093c56f516c0bf49f19335c7618514cd
"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მთავარია სეზონი დროულად გაგრძელდეს და რაც მთავარია - თიხის საფარიანი ტურნირებით, რომელიც რომ არა კორონა უდანაკარგოთ ჩატარდებოდა"  "რაც შეეხება ამერიკის ღია პირველობას, ჩემთვის მიზანშეწონილი არაა რომ ჩავიდე ტურნირზე ისეთ ქალაქში, სადაც კარანტინში ყოფნა მომიწევს. უამრავ ჩოგბურთელს ვესაუბრე და მათი მოსაზრებაც იდენტურია. შეუძლებელია ნიუ იორკში იყო და მანჰეტენზე გასვლა არ შეგეძლოს", - აღნიშნავს ჯოკოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩი შესანიშნავ სტატისტიკურ მაჩვენებელს აფიქსირებს, მან 18-დან 18-ვე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და რომ არა კორონავირუსი შესაძლოა 2011 წლის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლადაც გაებრძოლა.  

სხვა სტატიები