Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგი მიღწევა!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროს, ისევე როგორც სხვა უამრავ სპორტს, უამრავი თვალსაზრისით აქვს საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლები. მსოფლიოს პირველი ნომერი უამრავი ჩოგბურთელი ყოფილა, თუმცა ყველაზე დიდხანს ამ პოზიციაზე როჯერ ფედერერი იმყოფებოდა – 310 კვირა. აღნიშნულმა სტატისტიკურმა მონაცემმა ყურადღება მიიპყრო იმის გამო, რომ რამდენიმე დღეში ამ მაჩვენებლის TOP 3-ში ცვლილება მოხდება. მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად გატარებული კვირების ოდენობა: 

1 – როჯერ ფედერერი – 310 კვირა

2 – პიტ სამპრასი – 286 კვირა 

3 – ნოვაკ ჯოკოვიჩი – 270 კვირა 

4 – ივან ლენდლი – 270 კვირა 

5 – ჯიმი კონორსი – 268 კვირა 

6 – რაფაელ ნადალი – 196 კვირა 

ჯოკოვიჩსა და ივან ლენდლს ანალოგიური მაჩვენებელი აქვთ, თუმცა მესამე პოზიციაზე ჯოკოვიჩი იმყოფება, ვინაიდან ის მოქმედი ჩოგბურთელია და აქვს შანსი, რომ ლენდლს გადაასწროს - რეალურად ეს შანსი კი არა აუცილებლად მოხდება, ვინაიდან მომდევნო კვირაში ჯოკოვიჩი ყოველმიზეზგარეშე ისევ პირველ პოზიციაზე იქნება.  

სხვა სტატიები