Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგი ქველმოქმედება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ბოლოდროინდელი საჩოგბურთო სამყარო ფაქტობრივად 100%-ით ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ ტრიალებს. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ, გაიმართა "ადრია ტური", რომლის შემდეგაც კორონავირუსის ინფიცირების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა - დაინფიცირდნენ როგორც ჩოგბურთელები, ასევე სამწვრთნელო შტაბის წევრები და რიგითი ადამიანებიც. სერბმა ჩოგბურთელმა კორონავირუსის ვაქცინაციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ მსოფლიოს ყურადღება აქტიურად მიიპყრო და ადამიანების დიდი ნაწილის გაღიზიანებაც გამოიწვია. ზემოთხსენებულ ინფიცირების შემთხვევებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ნოვაკ ჯოკოვიჩს აკისრებდა პასუხისმგებლობად. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი თავადაც გახდა კორონავირუსის მსხვერპლი, თავის მეუღლესა და სამწვრთნელო შტაბის 2 წევრთან ერთად - მათგან ერთ-ერთი უიმბლდონის ჩემპიონი, ყველასათვის კარგად ცნობილი გორან ივანიშევიჩია. ჯოკოვიჩის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი კვლავაც გრძელდება, თუმცა თავად ჩოგბურთელი არავის ეხმაურება. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ნოლე არაერთხელ დაეხმარა საკუთარ სამშობლოსა და იმ ადამიანებს, ვინც ვირუსისაგან დაზარალდა. ამჯერად ჯოკოვიჩმა ნოვი პაზარში არსებულ კლინიკას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, 40 000 ევრო გადაურიცხა.  

სხვა სტატიები