ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლებრონ ჯეიმსი გამოიწვია

მსოფლიო სპორტი ეტაპობრივად ეგუება კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას და შეძლებისდაგვარად ძველ რიტმს უბრუნდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი პანდემიის პერიოდში სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური გახლდათ. მისი ბოლო ინსტაგრამ პოსტი კი კალათბურთის ლეგენდას – ლებრონ ჯეიმსს ეძღვნება.

ნოლემ საკუთარი საკალათბურთო უნარები გამოავლინა და სოციალურ ქსელში ვიდეოს დადების შემდეგ, ხუმრობით, თუმცა ლებრონ ჯეიმსი ერთი ერთზე სათამაშოდ გამოიწვია:

 

View this post on Instagram

 

Am I ready for a 1:1 @kingjames? 💪🏼

A post shared by Novak Djokovic (@djokernole) on

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირები 17 აგვისტოდან აიღებს სტარტს, პირველი ტურნირი ამერიკის დედაქალაქ, ვაშინგტონში ჩატარდება.

(56)

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლებრონ ჯეიმსი გამოიწვია

სტატიის ავტორი
-