Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ალექსანდრ ზვერევი (4) 5 სეტში, ანგარიშით 4:6, 6:2, 6:4, 4:6, 6:2 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. სერბა ტოპ ათეულის წევრთან კარიერაში 225-ე მატჩი მოიგო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ნოვაკმა როჯერ ფედერერის შედეგი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც ტოპ ათეულის მოთამაშის წინააღმდეგ 224 მოგებაა. გარდა ამისა, ჯოკოვიჩი დიდი სლემის ფინალში 31-ედ ითამაშებს, ამ მაჩვენებლით ჩოგბურთელმა ფედერერის რეკორდი გაიმეორა. ფინალში ნოვაკის მეტოქე დანილ მედვედევი იქნება, მატჩი კვირას 00:00 საათზეა ჩანიშნული.



 

სხვა სტატიები