Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკუთარ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა დასკვნით ფაზაში გადავიდა, თუმცა მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება ფაქტობრივად შეუძლებელია. ტურნირის დაწყებამდე, ჩოგბურთის ექსპერტებმა ცალსახა ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩი მიიჩნიეს, თუმცა ამჟამინდელი მისი ფიზიკური მდგომარეობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქმე იმაშია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტეილორ ფრიცის წინააღმდეგ შეხვედრის დროს მნიშნველოვნად "დაზიანდა", რაც მაყურებლისთვისაც თვალსაჩინო გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნოვაკ ჯოკოვიჩს ჟურნალისტებმა მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ კითხვები დაუსვეს, რომელზე პასუხსაც სერბმა ფაქტობრივად თავი აარიდა.
"ჩემი ფიზიკური მდგომარეობა სტაბილური ნამდვილად არ არის, თუმცა ამაზე საუბარი არ მსურს, ვინაიდან მე ჯერ კიდევ ვრჩები ტურნირზე"  "ეს რომ არ იყოს დიდი სლემის ტურნირი, აუცილებლად ჩავეხსნებოდი, თუმცა ჩემი ასაკიდან გამომდინარე აღნიშნულ ასპარეზზე წარმატების მიღწევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - აცხადებს მსოფლიოს პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირის 1/4-ფინალურ ეტაპზე ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ იასპარეზებს, გამარჯვების შემთხვევაში კი სერბის ნახევარფინალური მეტოქე ასლან კარაცევი იქნება.  

სხვა სტატიები