Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და მის მეუღლე - ელენა, კორონავირუსისგან განიკურნენ.  სერბმა ჩოგბურთელმა COVID19-ზე ტესტი 23 ივნისს მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მის მიერ ორგანიზებულ ადრიატიკის ტურზე დაავადება მის პირად მწვრთნელს, ასევე ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ჩოგბურთელებს –  ვიქტორ ტროიცკის, გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს დაუდასტურდათ. ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის ინფიცირების შემდეგ, ორგანიზატორებმა ადრეატიკის ტურის გაუქმება გადაწყვიტეს. ESPN-ს ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მათ კორონავირუსზე მორიგი ტესტი ჩაიტარეს, სადაც პასუხი უარყოფითი იყო.

სხვა სტატიები