Belive

ოლიმპიადა - ჩოგბურთი | ჯოკოვიჩი დამარცხებულია, ფინალური წყვილი შედგა

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. საქართველოს ტოკიოში ჯამურად 35 ლიცენზიანტი ჰყავდა წარდგენილი, ნაწილმა უკვე იასპარეზა, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო, რომელიც ოლიმპიადის მესამე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერთან, ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა. სწორედ ზემოთხსენებული ალექსანდრ ზვერევია ის, ვინც ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და საოცარ ფორმაში მყოფი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა - ნახევარფინალში, გერმანიის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით რუსმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს დაძაბულ 3-სეტიან შეხვედრაში აჯობა და ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა, რითაც სულ მცირე, ვერცხლის მედალი გაინაღდა. ალექსანდრ ზვერევს ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 25-ე პოზიციაზე იმყოფება, ოლიმპიადაზე კი მე-12 ნომრად არის წარმოდგენილი. ფინალურ შეხვედრაში ფავორიტი ალექსანდრ ზვერევი იქნება, თუმცა ორივე ჩოგბურთელი იმდენად კარგ თამაშს აჩვენებს, რომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. ზვერევს, რომელსაც დიდი სლემის ტურნირებზე "უძლურის" იარლიყს აკრავენ, აქვს შანსი, რომ მოიგოს ოლიმპიადა, რითაც მასშტაბურ ტურნირებზე გარკვეულწილად საკუთარ სიძლიერეს დაამტკიცებს.

სხვა სტატიები