Belive

ოლიმპიადა - ჩოგბურთი | მედვედევი ოლიმპიადის მიღმა, ჯოკოვიჩი კვლავ მონსტრის ამპლუაში

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. საქართველოს ტოკიოში ჯამურად 35 ლიცენზიანტი ჰყავდა წარდგენილი, ნაწილმა უკვე იასპარეზა, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო, რომელიც ოლიმპიადის მესამე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერთან, ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობს, ერთი შეხედვით მოსალოდნელი განვითარებითაც, თუმცა 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, დანილ მედვედევი ესპანელ ოპონენტთან, პაბლო კარენო ბუსტას წინააღმდეგ, 2-სეტში დამარცხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის სახელით მთელი ენერგიით იბრძვის, უცხოურ პრესაში იმასაც წერენ, რომ ჯოკოვიჩს კორტზე გამოსვლისას თავზე წრიული ფორმის "ცეცხლოვანი შარავანდედი" ესახება და ისე იბრძვის საკუთარი ქვეყნისათვის ოქროს მედლის მოსატანად. სერბი ჩოგბურთელი აწ უკვე ნახევარფინალშია, თანაც ისე, რომ ერთი სეტიც არ წაუგია - მეტიც, სეტის წაგებასთან ოდნავ ახლოსაც კი არ ყოფილა. ჯოკოვიჩმა 1/4-ფინალურ ეტაპზე კეი ნიშიკორი 2-სეტში, ანგარიშით 6:2; 6:0 გაანადგურა. ნახევარფინალური წყვილები ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის, წინ ალექსანდრ ზვერევისა და ჟერემი შარდის შეხვედრაა, რომელიც თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული, მათ შორის გამარჯვებულს ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ელოდება, მეორე ნახევარფინალური შეხვედრა კი კარენ ხაჩანოვი და პაბლო კარენო ბუსტას წყვილია.

სხვა სტატიები