Belive

ოპელკა-ისნერის წყვილმა სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გასულ კვირაში დალასის 250-ქულიანი ტურნირი გაიმართა, რომელიც ადგილობრივი რეილი ოპელკას ტრიუმფით დასრულდა.  ტურნირის ნახევარფინალში, ამერიკული წყვილი - რეილი ოპელკა და ჯონ ისნერი დაუპირისპირდნენ. ჩოგბურთის მოყვარულებისთვის ამ ორი სპორტსმენის ხსენება მძლავრ მოწოდებასთან და ეისებთან ასოცირდება, რაც აღნიშნულმა დუეტმა სისრულეშიც მოიყვანა. 2-სეტიანი დაპირისპირებაში 60 ეისი (21 ისნერი, 39 ოპელკა) დაფიქსირდა, თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანი რეკორდი დაფიქსირდა - ოპელკამ და ისნერმა ATP-ის ეგიდით ყველაზე უხვქულიანი ტაი-ბრეიკი ითამაშეს, რომელიც ანგარიშით - 24:22, ოპელკას გამარჯვებით დასრულდა.

რეკორდული ტაი-ბრეიკი | VIDEO


მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ამერიკული წყვილის შეხვედრაში არცერთი ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა. ზემოთხსენებულამდე, ტაი-ბრეიკის სარეკორდი მაჩვენებელი 20:18 გახლდათ, რომელიც რამდენიმე წყვილს შორის დაფიქსირებულა.  

სხვა სტატიები