Belive

ოფიციალურად: ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატის მასტერსი ვერ დაიცვა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალური მატჩი დასრულდა, სადაც ამ სლემის მოქმედი ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და 3 სეტში 6:3; 3:6; 6:3 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან აღნიშნული ტურნირი ვერ დაიცვა. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში გასვლით 360 ქულა გამოიმუშავა, ხოლო ტურნირის ვერ დაცვის გამო მას რეიტინგში 640 ქულა დააკლდება. რაც შეეხება დანილ მედვედევს, დანილ მედვედევი ცინცინატის მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც იგი დავიდ გოფინს დაუპირისპირდება. ფინალური საგზურის მოპოვებით, რუსმა ჩოგბურთელმა 600 სარეიტინგო ქულა და 564 005 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები