Belive

ოფიციალურად - უიმბლდონი 2021 წელს ჩატარდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
კორონავირუსის გამო საჩოგბურთო სამყარო უკვე დიდი ხანია გაჩერებულია. არაერთი ტურნირი გაუქმდა და გადაიდო. ამჯერად, უიმბლდონის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძველი საჩოგბურთო ტურნირი წელს არ ჩატარდება. "კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უიმბლდონის რიგით 134-ე გათამაშება 2021 წლისთვის გადაიდოს. ტურნირი მომდევნო წლის 28 ივნისს აიღებს სტარტს და 11 ივლისამდე გაგრძელდება." "ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელობის მატარებელია იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომელიც უიმბლდონს ქმნის, - მათ შორის არიან ბრიტანელი და უცხოელი გულშემატკივრები, მოთამაშეები, თანამშრომლები, მოხალისეები, პარტნიორები, კონტრაქტორები და ა.შ." "კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების დღიდან, ჩვენ ბრიტანეთის მთავრობისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით ვხელმძღვანელობდით. მთავრობის მიერ მიღებული გამკაცრებული წესები, სავარაუდოდ მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უიმბლდონის ორგანიზების პროცესში, რისკის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდნენ: ეს ეხება როგორც ბურთის მომტანი ბიჭებისა და გოგოების მომზადებას, ასევე ათასობით ადამიანის ჩართულობას, როგორებიცაა მსაჯები, სტიუარტები, მოთამაშეები, მომწოდებლები, მედია და ა.შ. თითოეულ ადამიანს, რომელმაც უიმბლდონის ბილეთი უკვე შეიძინა, გადახდილი თანხა დაუბრუნდება და ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, ბილეთი მომდევნო წლის გათამაშებისთვის გადაცვალონ. ჩვენ მათთან პირდაპირ კავშირს დავამყარებთ."

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

 

სხვა სტატიები