Belive

ოქსანა კალაშნიკოვა US OPEN-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან საჩოგბურთო სამყაროში კორონავირუსის შემდეგ პირველი დიდი სლემის ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა დაიწყო. უმაღლესი დონის ასპარეზზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან ჩაბმულნი, თუმცა ამჯერად ჩვენი სიახლე არა ერთეულთა, არამედ წყვილთა თანრიგს ეხება. საქართველოს სახელით მოასპარეზე ოქსანა კალაშნიკოვა ალა კურდრიავცევასთან ერთად ქალთა წვილთა თანრიგში ასპარეზობს, სადაც პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულეს. კალაშნიკოვა-კუდრიავცევას წყვილმა მეტოქე წყვილი თითქმის 2-საათიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 2:6; 6:4; 7:5 დაამარცხეს და 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. მომდევნო ეტაპზე კალაშნიკოვა-კუდრიავცევას მეტოქე ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი პეშკა-შუურის წყვილი იქნება.

სხვა სტატიები