Belive

პარიზის მასტერსის 19 წლის ჩემპიონი - რუნემ ჯოკოვიჩს მოუგო

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პარიზის მასტერსის ფინალში მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა, ჰოლგერ რუნემ, ნოვაკ ჯოკოვიჩი (7) სამ სეტში, ანგარიშით 3:6, 6:3, 7:5 დაამარცხა.

ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

რუნემ პარიზის მასტერსის მოგებით 1000 სარეიტინგო ქულა 836 ათასი ევრო მიიღო, ჯოკოვიჩს კი 600 ქულა და 456 ათასი ევრო ერგო.

19 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა ფინალამდე ოჟე-ალიასიმის, ალკარასის, რუბლიოვის, ჰურკაჩისა და ვავრინკას დამარცხება შეძლო.

პარიზის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, რომელმაც შარშან ფინალში დანილ მედვედევთან იმარჯვა.


სხვა სტატიები