Belive

პარიზის მასტერსის პირველი დღის შეჯამება

5 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ
ახალი კვირიდან პარიზში წლის უკანასკნელი მასტერსი დაიწყო. პირველ რიგში აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლისთვისაც 2018 წელს პარიზი ბოლო ტურნირი იქნება. ბასილაშვილი Vs მილმანი სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრა გახლდათ პირველი, იგი ჯონ მილმანს დაუპირისპირდა. პირველი სეტის გამარჯვების შემდეგ მისი მეტოქე ტრავმის გამო დანებდა, რაც ავტომატურად ბასილაშვილის გამარჯვების მაუწყებელი გახლდათ. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილი კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება გოიოვჩუკი Vs ძუმჰური  ბოსნიელმა ჩოგბურთელმა არც ამჯერად დაარღვია "ტრადიცია" და გოიოვჩუკთან რიგით მესამე შეხვედრაშიც იმარჯვა. შეხვედრის მონაწილე არცერთი ჩოგბურთელისთვის 2018 წლის სეზონი სახარბიელო არ ყოფილა. ძუმჰურმა მოახერხა და მეტოქე 2 სეტში ანგარიშით - 6:4, 7:6 (5) დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე იგი სტეფანოს ციციპასს შეხვდება. ხაჩანოვი Vs კრაინოვიჩი  მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი კარენ ხაჩანოვი, რომლის პროგრესი ყოველ ახალ ტურნირზე უფრო გამოხატულია ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდა. ხაჩანოვმა პარიზში კარგი სტარტი აიღო, მან საათსა და 18 წუთში მეტოქე 2 სეტში დაამარცხა. მისი მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი მეთიუ ებდენი იქნება. კოლშრაიბერი Vs ჰაასე 35 წლის გერმანელი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრილ რობინ ჰაასეს შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. პირველ სეტში ჰაასემ მეტოქეს ტაი-ბრეიკის ხარჯზე მოუგო, თუმცა დარჩენილ 2 სეტში კოლშრაიბერმა მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცა. 6:7(4), 6:4, 6:4 - კოლშრაიბერის მომდევნო მეტოქე მარინ ჩილიჩი იქნება. ბაუტისტა-აგუტი Vs ჯონსონი ბაუტისტა-აგუტი, რომელმაც ვერაფრით ვერ მოახერხა ფორმაში შესვლა ამერიკელ სტივ ჯონსონს დაუპირისპირდა, ამ უკანასკნელს კი ბოლო შეხვედრებში 6-დან 6 წაგება აქვს აქტივში. ესპანელმა ჩოგბურთელმა მეტოქე 2 სეტში გამოასალმა პარიზის მასტერსს და მომდევნო ეტაპზე გრიგორ დიმიტროვს შეხვდება. მანარინო Vs უმბერტი კარგად ჩატარებული მოსკოვის ტურნირის შემდეგ, სადაც მანარინო ფინალში გავიდა, ფრანგი ჩოგბურთელი საკუთარ სამშობლოში თანამემამულე უგო უმბერტს დაუპირისპირდა. შეხვედრამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, მანარინომ 2 სეტში ანგარიშით - 6:4, 6:2 გაიმარჯვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანარინო კარგ ფორმაშია და ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა მისი მომდევნო კეი ნიშიკორი იქნება. ჩეკინატო Vs სოუზა  მარკო ჩეკინატო, ადამიანი რომელმაც როლან გაროსის შემდეგ ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. მსოფლიო რეიტინგის მე-20 საფეხურზე მყოფი იტალიელი ჟოაო სოუზას დაუპირისპირდა. პორტუგალიელმა მეტოქე 2 სეტში ანგარიშით 7:5, 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ლოპესი Vs დე მინაური ამ ორ ჩოგბურთელს შორის ასაკში 18 წელია სხვაობა. 37 წლის ფელიციანო ლოპესი 19 წლის ალექს დე მინაურს შეხვდა. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილებამ გაიმარჯვა. ესპანელმა საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა 3 სეტში, ანგარიშით 6:7(4), 6:4, 7:6(6) მოიგო. ფელიციანოს მომდევნო წრეში დიეგო შვარცმანი შეხვდება. გასკე Vs შაპოვალოვი  რიშარ გასკე ბოლოდროინდელ ტურნირებზე საკმაოდ აქტიურია, ნორმალურ შედეგებსაც აფიქსირებს და ნელ-ნელა ფორმის პიკს უახლოვდება. ახალგაზრდა კანადელი დენის შაპოვალოვი კი არასახარბიელო ფორმაშია. ეს ყველაფერი შეხვედრის ანგარიშშიც აისახა. გასკემ მეტოქე 2 სეტში დაამარცხა. მეორე წრეში ფრანგი ჩოგბურთელი ჯეკ სოკს დაუპირისპირდება, რომელიც ელიტარულ ჩოგბურთელებს შორის 2018 წელს ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს - წელს მას ზედიზედ 2 თამაში არ მოუგია. ტიაფო Vs მაიუ პარიზის მასტერსის პირველი დღე ტიაფოსა და მაიუს დაპირისპირებით დაიხურა. 36 წლის ფრანგმა 20 წლის ამერიკელის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 7:6(1), 6:2 - ტიაფო შემდეგ ეტაპზეა, მისი მეტოქე კი - ალექსანდრ ზვერევი იქნება.   მეორე ტურში გასვლისათვის თითოეულმა ჩოგბურთელმა 33 445 ევრო და 45 სარეიტინგო ქულა მიიღო.  გთავაზობთ პირველი დღის საუკეთესო მომენტებს:

სხვა სტატიები