Belive

ფედერერი 2021 წელს კორტზე აღარ დაბრუნდება | მუხლის პრობლემები და მორიგი ოპერაცია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთი როჯერ ფედერერი დიდხნიანი უქმობის შემდეგ 2021 წელს კორტზე დაბრუნდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი დაბრუნება დროებითი გამოდგა. საქმე იმაშია, რომ როჯერს მუხლის პრობლემების გამო კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საკმაოდ დიდხნიან სარეაბილიტაციო პერიოდს საჭიროებს, რაც როგორც მის სათამაშო ფორმაზე, ასევე რეიტინგში დაქვეითებაზეც აისახება. ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მაყურებელმა უკანასკნელად უიმბლდონის ტურნირზე იხილა, სადაც 1/4-ფინალურ ეტაპზე პოლონელ ჩოგბურთელ, ჰუბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ დამარცხდა. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ როჯერი ამერიკის ღია პირველობაზე თამაშს ვერ მოახერხებს და არამარტო, ფედერერი 2021 წლის საჩოგბურთო სეზონზე ვეღარ დაბრუნდება. ჩნდება კითხვა - ხომ არ დაასრულებს როჯერი კარიერას? კითხვაზე თავად ჩოგბურთელის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე პასუხი ერთია - არა! "ჩემს ასაკში ოპერაციული ჩარევა, თანაც ისეთის, რომელიც საკმაოდ დიდხნიან სარეაბილიტაციო პროცესს საჭიროებს, საკმაოდ რთულია, თუმცა საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს იმის ძალა, რომ ჩოგბურთის თამაში განვაგრძო"  "ჩემს თითოეულ გულშემატკივარს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისათვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ!", - აცხადებს 40 წლის "მაესტრო".  

სხვა სტატიები