Belive

ფედერერი 2022 წლიდან სრული შემართებით ბრუნდება!

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა, როჯერ ფედერერი, რომელიც საჩოგბურთო პუბლიკის დიდი ნაწილისთვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, დიდი დაბრუნებისთვის ემზადება. საქმე იმაშია, რომ შვეიცარიელი მაესტრო ბოლო წლების განმავლობაში ტრავმებისა და მისგან გამომდინარე ქირურგიული ჩარევების გამო, კორტზე სრულფასოვან ასპარეზობას ვერ ახერხებს. შვეიცარიელმა მაესტრომ კორტზე უკანასკნელი შეხვედრა 2021 წლის 7 ივლისს, უიმბლდონზე, ჰუბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ ჩაატარა, რომლის შემდეგაც კვლავ კულისებს მიღმა გადაინაცვლა. ამჟამინდელი მდგომარეობით 40 წლის ჩოგბურთელი სულ უფრო უახლოვდება სათამაშო კონდიციების სრულყოფილ აღდგენას.
"ყოველკვირეულად 4-5 დღის განმავლობაში სრულყოფილად ვვარჯიშობ. წლევანდელ სეზონში ჩემთვის მთავარია, რომ სათამაშო ფორმა აღვიდგინო" "მომავალი სეზონიდან ვგეგმავ, რომ კორტზე მაქსიმალური მზადყოფნით ვიყო წარმოდგენილი. შეზღუდული რაოდენობის ტურნირებზე ვითამაშებ, თუმცა სრულფასოვნად", - აცხადებს როჯერ ფედერერი.
13 ივნისს განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც როჯერ ფედერერ ფედერერი მსოფლიო რეიტინგის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის აღარ ირიცხება - ლეგენდარული შვეიცარიელი 68-ე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები