Belive

ფედერერი: "არ ვვარჯიშობ, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიისგან გამომდინარე, სეზონის განახლება ჯერ ძალიან ადრეა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი ამის გამო საწვრთნელ პროცესსაც აჩერებს.
"გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვვარჯიშობ, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ," - ამბოს როჯერი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორები ცდილობენ, რომ US Open-სა და მათ შორის თარიღებს შორის შეჯახება არ მოხდეს. ორივე ტურნირის ორგანიზატორები შეხვედრების გულშემატკივრის გარეშე ჩატარებას განიხილავენ. როჯერი კი ფიქრობს, რომ მაყურებლის თამაში ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
"ცარიელი სტადიონის დანახვა არ შემიძლია და ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. თუ დროის უდიდეს ნაწილს ვარჯიშში ვატარებთ, ახლა ყველა გაჩერებულია და ჩუმადაა. ამის მიუხედავად, ჩვენთვის მაინც შესაძლებელია, რომ ფანების გარეშე ვითამაშოთ. მეორე მხრივ, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დაბრუნდება, როგორც მანამდე იყო. შესაძლებელია შევავსოთ სტადიონის ერთი მესამედი, ან ნახევარი. ჩემთვის სრულიად ცარიელ კორტზე დიდი ტურნირების ჩატარება ძალიან რთულია," - თქვა ფედერერმა.

სხვა სტატიები