Belive

ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2020 წლის საწყისი პერიოდის შემდეგ ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კორტზე აღარავის უხილავს, ამის მიზეზი კი მისი ტრავმა გახდა, რომლის აღმოსაფხვრელად ქირურგიული ჩარევაც კი გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ფედერერის კორტზე დაბრუნების სავარაუდო თარითად 2020 წლის ბოლო პერიოდი სახელდებოდა, მაესტროს რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ გაუგრძელდა. რამდენიმე ინტერვიუს შემდეგ საზოგადად ცნობილი გახდა ფაქტი იმის შესახებ, თითქოს 39 წლის შვეიცარიელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებდა.

უკანასკნელი ინტერვიუს დროს ფედერერმა განაცხადა, რომ სანამ 100%-იან მზადყოფნაში არ იქნება, იქამდე არ იასპარეზებს. მიუხედავად უდიდესი სურვილისა მაესტრო ავსტრალიაში ვერ იასპარეზებს, ეს ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა. 20-გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული კორტზე სავარაუდოდ თებერვალში დაბრუნდება.

სხვა სტატიები