Belive

ფედერერი: "ჩემი მიზანი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური ასპარეზია"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2020 წელს როჯერ ფედერერი ჩოგბურთის მოყვარულებმა კორტზე მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობაზე იხილეს. იყო იმედები, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ როჯერი ასპარეზობის გაგრძელებას მალევე შეძლებდა, თუმცა ბოლო ინფორმაციის თანახმად შვეიცარიელი 2020 წელს კორტზე აღარ გამოჩნდება. გუშინ, 6 ივლისს, ფედერერმა საკუთარი ბრენდირებული ფეხსაცმელი წარადგინა და პრესკონფერენციაზე ორიოდე სიტყვით მის საჩოგბურთო მომავალზეც ისაუბრა. "ჩემი მთავარი მიზანი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური ასპარეზია" - ასეთია Eurosport-ის სტატიის სათაური, რომელიც სწორედ ხსენებული პრესკონფერენციის შეჯამებას ეხება.
"ჩემი მიზანი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლაა. ეს შესანიშნავი ქალაქია. ჩემი მეუღლე პირველად 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გავიცანი, მე მას იქ შევხვდი, შესაბამისად ოლიმპიადა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა" "იმედი მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვიყო", - აცხადებს შვეიცარიელი მაესტრო.
 

სხვა სტატიები