Belive

ფედერერი: "ენდი მარისგან მაგალითი ყველამ უნდა აიღოს"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს - აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ტურნირის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. 32 წლის ენდი მარიმ, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 5-ჯერ აქვს ნათამაშები (არცერთი გამარჯვება), მიმდინარე წლის დასაწყისში კარიერის დასრულება დააასონსა. მას შემდეგ, შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა 2 ოპერაცია გადაიტანა და კორტზე დაბრუნება შეძლო. ბრიტანელის დაბრუნებასთან დაკავშირებით, როჯერ ფედერერმა განცხადება გააკეთა. "ძალიან გამიხარდა ენდის ნახვა და მასთან საუბარი. ბაუტისტასთან მატჩის შემდეგ (იგულისხმება იანვარში გამართული შეხვედრა), ვკითხე, შეძლებდა თუ არა კვლავ თამაშს და მას პასუხი არ ჰქონდა. მან მიზნის მიღწევა შეძლო და დაბრუნება მოახერხა. საინტერესოა, რამდენად წარმატებით იასპარეზებს იგი ტურნირებზე. ის არის ადამიანი, რომელსაც მტრები არ ჰყავს. ჩვენ გვჭირდება ენდი მარი, როგორც სამაგალითო ადამიანი, რომელიც შრომისმოყვარეობის და სამართლიანობის სიმბოლოა," განაცხადა როჯერ ფედერერმა.
1636223-34722290-1600-900

სხვა სტატიები