Belive

ფედერერი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როჯერ ფედერერი 2019 წელს HOPMSN CUP-ით იწყებს, სადაც ის შერეულ წყვილთა თანრიგში ლეგენდარულ სერენა უილიამსს დაუპირისპირდება. 2018 წელი კი მას ნოვაკ ჯოკოვიჩმა "მოპარა" და უამრავი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ მიმდინარე წელი "მხიარული როჯერისთვის" შესაძლოა უკანასკნელი გამოდგეს მის კარიერაში. შიშები დადასტურდა, როდესაც როჯერმა განაცხადა, რომ მომდევნო წელი მას დაგეგმილი ჯერ არ აქვს და მისი გუნდისა და ოჯახის წევრების საერთო გადაწყვეტილებით გადაწყდება ითამაშებს თუ არა ის 2020 წელს. ერთ-ერთ შვეიცარულ ტელევიზიასთან (TV SRF) ინტერვიუსას მან განაცხადა: "ახლა, მე ვიცი და დაგეგმილი მაქვს თუ როგორი იქნება ჩემი 2019 წელი, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ გაზაფხულზე გასამართ ბალახისა და თიხის ტურნირებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გადაწყდება იქნება თუ არა კიდევ ერთი სეზონი ჩემს კარიერაში. მე ამ საკითხს ჩემი გუნდის წევრებთან განვიხილავ. წლის ბოლოს ვიხილავთ დავრჩები თუ არა ჩოგბურთში კიდევ ერთი სეზონით". სამწუხაროდ, შესაძლოა 2019 წლის საჩოგბურთო სეზონი, ლეგედარული და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

სხვა სტატიები