Belive

ფედერერი მაიამის მასტერსზე არ იასპარეზებს | "შევხვდებით 2022-ში როჯერ!"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როგორც ცნობილი იყო როჯერ ფედერერის სავარაუდო დაბრუნების თარიღი 2021 წლის მარტი უნდა ყოფილიყო, თუმცა 39 წლის შვეიცარიელის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, რის გამოც გეგმები შეიცვალა. ორიოდე კვირის წინ ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა დააანონსა, რომ 1-წელზე მეტხნიანი უქმობის შემდეგ კორტს ოფიციალურად მარტში დაუბრუნდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ამჟამად კვლავ არახელსაყრელია და კორტზე ოფიციალური მატჩის ჩატარება გარკვეულ რისკებს მოიცავს. როჯერს 2019 წელს მაიამის მასტერსი მოგებული ჰქონდა, 2020 წელს ტურნირი პანდემიის გამო გაუქმდა, შესაბამისად წელს მისი არყოფნის შედეგად რეიტინგში 1000 ქულა მოაკლდება.
"სამწუხაროდ წლევანდელი ასპარეზის გამოტოვება მოგიწია. შევხვდებით 2022-ში როჯერ!", - წერს მაიამის მასტერსის ოფიციალური გვერდი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ თვეებში როჯერს ქირურგიული ჩარევის საშუალებით მოუწია ტრავმის მოშუშება, რეაბილიტაციის პროცესი კი, ფაქტია, რომ ამ დრომდე არ დასრულებულა.

სხვა სტატიები