Belive

ფედერერი: მამამ მთხოვა, რომ კიდევ ვითამაშო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა შანხაის მასტერსზე, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასთან ორ სეტში გამარჯვების (6:2, 7:6)  შემდეგ თქვა, რომ ოჯახის წევრები მის გამხნევებას შეეცადნენ. „მამამ მითხრა: „გთხოვ, აქ შემდეგ წელსაც ითამაშე, შეიძლება მეც რომ მოვიდე? მამაჩემი აქ კარგ დროს ატარებს, ჩემს მშობლებს აქაურობა მოსწონთ. მამამ აქაური ცენტრალური კორტი და არენა პირველად ნახა, რითიც აღფრთოვანებული დარჩა. მიხარია, რომ ჩემი მშობლები ასეთ მომენტებში ჩემს გვერდით არიან. ისინი ორშაბათს, ტოკიოში წამოსვლასაც აპირებენ, თანაც აქამდე იაპონიაში არ ყოფილან, ამიტომ წინ მომხიბლავი მოგზაურობა ელით. ასე ვთქვათ, მათ აზიური ტური აქვთ“,-თქვა 20 დიდი სლემის გამარჯვებულმა. შემდეგ რაუნდში, ფედერერის მეტოქე ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება.

სხვა სტატიები