Belive

ფედერერი ოლიმპიადაზე იასპარეზებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებლის წინაშე, ერთეულთა თანრიგში წარსდგება და ამ ასპექტში პირველი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. 2012 წელს "მაესტრო" ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა, სადაც საფინალო შეხვედრა ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარის წინააღმდეგ მარცხით დაასრულა - შედეგად ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფედერერმა სტენ ვავრინკასთან ერთად მამაკაცთა წყვილთა თანრიგში საკუთარ ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა. 2020 წლის ოლიმპიადა ტოკიოში ტარდება, ამ დრომდე ცნობილი არ იყო იასპარეზებდა თუ არა როჯერი, გამომდინარე იქედან, რომ მას აღნიშნულ დრომდე შესაძლოა კარიერა დაესრულებინა.    

სხვა სტატიები