Belive

ფედერერი უიმბლდონის 1/4-ფინალშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი 28 ივნისიდან მიმდინარეობს და 2 კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საჩოგბურთო სამყაროს ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი, რაფაელ ნადალის გარდა. აღსანიშნავია, რომ დიდი პაუზის შემდეგ საკუთარ ბედს გამოცდის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი. პირველ ეტაპზე ფედერერისა და მანარინოს დაპირისპირებამ, შვეიცარიელის წარმატებულ ასპარეზობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა მას შემდეგ როჯერმა დამაჯერებელი 3 შეხვედრა ჩაატარა. გასკე, ნორი და სონეგო - ეს ის სამი ჩოგბურთელია, რომელიც როჯერმა მანარინოს შემდეგ უიმბლდონზე დაამარცხა. 1/4-ფინალურ ეტაპზე შვეიცარიელი ჩოგბურთელის სავარაუდო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, დანილ მედვედევი იქნება, რომელიც 1/8-ფინალურ ეტაპზე ჰუმბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ ასპარეზობს.  

სხვა სტატიები