Belive

ფედერერი: "ვიცი, რომ ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროს წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ როჯერ ფედერერის კარიერის დასასრულს მოიაზრებენ, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება. შვეიცარიელ ჩოგბურთელს ჟურნალისტებთან ინტერვიუში არაერთხელ უღიარებია, რომ მისი კარიერის დასასრული ნამდვილად ძალიან ახლოსაა და ამ ყველაფერს თავადაც განიცდის. ამჯერად როჯერმა აღნიშნული მოვლენა გერმანულ მედიაგამოცემა Zeit-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა.
"ამჟამად მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვარ ორიენტირებული. ძალიან მენატრება კორტზე დაბრუნება და სრულფასოვანი თამაში და ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის" "ვიცი, რომ ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება და მთრგუნავს იმაზე ფიქრი, თუ როგორ მომენატრება კორტზე ყოფნა"  "ჩემი მიზანი თავდაუზოგავი შრომაა, იმისათვის რომ კორტზე კარგ ფორმაში დაბრუნდე", - აცხადებს 38 წლის მაესტრო.
ამ ინტერვიუმდე როჯერმა საკუთარი ბრენდირებით გამოშვებული ფეხსაცმლის პრეზენტაციაზე ორიოდე სიტყვით მიმოიხილა მისი სპორტული სამომავლო კარიერა და განაცხადა, რომ მთავარ მიზნად 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აქვს დასახული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალური ჩოგბურთიდან როჯერი მინიმუმ 1 წელი წასვლას არ გეგმავს.

სხვა სტატიები