Belive

ფედერერის 1500 

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
38 წლის როჯერ ფედერერი 21 ოქტომბერს, თავისი კარიერის 1500-ე მატჩს ჩაატარებს. სამშობლოში, ბაზელში გასამართ ტურნირზე დიდი სლემების 20-გზის გამარჯვებული ჩოგბურთელი პირველ რაუნდში გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს დაუპირისპირდება. "ტურნირისთვის ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მოვემზადე. საერთოდ, ბაზელში ვარჯიშს შაბათ-კვირას, ვიწყებდი, ახლა კი ეს ორშაბათს გავაკეთე. იმედი მაქვს, ტურნირის ძლიერად დავიწყებ და მთლიანობაში კარგი გათამაშება გამოვა",-თქვა როჯერმა. ფედერერი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, წინა წლის ფინალში მან მარიუშ კოპილი დაამარცხა.

სხვა სტატიები