Belive

ფედერერის შემდეგ ნადალი - 2021 წლის სეზონი ორი ლეგენდარული ჩოგბურთელის გარეშე გაგრძელდება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2021 წლის საჩოგბურთო სეზონის დასკვნით ფაზაშია გადასული - საჩოგბურთო სამყარო წლის უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობის მოლოდინშია. ტურნირის დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ როჯერ ფედერერი 2021 წლის სეზონზე კორტზე აღარ დაბრუნდება, რომლის მიზეზიც მის მუხლზე მორიგი აუცილებელი ქირურგიული ჩარევაა. ფედერერთან ერთად წლევანდელ სეზონს რაფაელ ნადალიც გამოტოვებს, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა. ამრიგად, დიდი ტრიოდან ამერიკის ღია პირველობაზე მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც აქვს შანსი, რომ როდ ლეივერის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გახდეს, ვინც სეზონის ოთხივე დიდი სლემის ტურნირს მოიგებს. საყურადღებოა, რომ ფედერერი და ნადალი, ნოემბერში, ლონდონში გასამართ ყოველწლიურ ტურნირს -  წლის შემაჯამებელ ტურნირსაც (ATP Nitto Finals) გამოტოვებენ.

სხვა სტატიები