Belive

ფედერერმა 1500-ე მატჩი უმოკლეს დროში წარმატებით დაასრულა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა 21 ოქტომბერს, მშობლიურ ბაზელის ტურნირზე ATP-ის ეგიდით 1500-ე მატჩი ჩაატარა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი პიტერ გოიოვჩუკი გახლდათ. შვეიცარიელმა აღნიშნული მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა, მან მეტოქე 53 წუთში გამოასალმა შვეიცარიულ ასპარეზს. როჯერმა 12 ეისი მოაწოდა და საკუთარი პირველი მოწოდებების 82% წარმატებით დააგვირგვინა. მომდევნო ეტაპზე დიდი სლემის 20-გზის ტრიუმფატორ "მაესტროს" რადო ალბოტისა და დუშან ლაიოვიჩის წყვილის გამარჯვებული შეხვდება.  

სხვა სტატიები