Belive

ფელიციანო ლოპესი ლონდონის ჩემპიონია!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
37 წლის ესპანელი ჩოგბურთელი ფელიციანო ლოპესი ლონდონში მიმდინარე 500-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. საფინალო შეხვედრაში ლოპესის მეტოქე გამოცდილი ფრანგი ჟილ სიმონი გახლდათ. ფინალი დაძაბულობით აღსავსე გამოდგა - პირველი სეტი ლოპესის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით - 6:2, მეორე სეტში ჟილ სიმონმა ტაი-ბრეიკის წყალობით გაიმარჯვა, თუმცა იგივე შედეგი ვერ გაიმეორა გადამწყვეტ სეტში, მე-3 სეტის ტაი-ბრეიკი ფელიციანო ლოპესმა ფაქტობრივად უშეცდომოდ ჩაატარა და კარიერაში მე-7 ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით ესპანელი ჩოგბურთელი რეიტინგში 60 საფეხურით დაწინაურდა, ამჟამად ლოპესი 917 ქულით 53-ე ჩოგანია.

სხვა სტატიები