Belive

ფრანჩესკა სკიავონემ კარიერა დაასრულა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
38 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა ფრანჩესკა სკიავონემ კარიერა დაასრულა, ეს გადაწყვეტილება მან ამერიკის ღია პირველობის დროს მიიღო. „როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ორ რამეზე ვოცნებობდი, პირველი „როლან გაროსის“ მოგება იყო და მეორე მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვედრა. 20 წლიანი კარიერის შემდეგ კი სხვა ოცნებები გამიჩნდა“, - განაცხადა ფრანჩესკა სკიავონემ. იტალიელმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს სამომავლოდ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას. ფრანჩესკა სკიავონეს 7 WTA-ს ტურნირი აქვს მოგებული,  2010 წლის „როლან გაროსის“ გამარჯვებულია. მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი გახლდათ. საჩოგბურთო კარიერით იტალიელმა ჩოგბურთელმა 11 324 245 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები