Belive

ფრანჩესკა სკიავონემ "კიბოს" წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი, ფრანჩესკა სკიავონე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 39 წლის იტალიელს ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. "მოგესალმებით ყველას, 7-8 თვიანი პაუზის შემდეგ მინდა მოგიყვეთ თუ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მე სიმსივნე დამიდგინეს. დავიწყე ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარება და მქონდა ურთულესი ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ, რომელშიც გავიმარჯვე! ამჟამად სრულიად სუფთა ვარ. ახლა უკვე შემიძლია საქმეს დავუბრუნდე", - აცხადებს იტალიელი ჩოგბურთელი.   "მინდა მოგიყვეთ, თუ რა მოხდა განვლილი 7 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში. ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს. ეს იყო ყველაზე მკაცრი განაჩენი რაც კი შეიძლება, რომ ადამიანმა გაიგოს. დიაგნოზის დადგენის შემდეგ განვლილი პერიოდი ყველაზე რთული ბრძოლა იყო ჩემი ცხოვრების განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ბრძოლა დაავადების წინააღმდეგ წარმატებული აღმოჩნდა! მე ის დავამარცხე! ეს იყო ენით აღუწერელი შეგრძნება - ახლიდან დავიბადე და შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც აქამდე მქონდა დაგეგმილი. სულ მალე აუცილებლად დაგიბრუნდებით, განახლებული ენერგიითა და პროექტებით", - განაცხადა სკიავონემ. შეგახსენებთ, ფრანჩესკა სკიავონე მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი გახლდათ, მან 2010 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.  

სხვა სტატიები