Belive

ფრენცის ტიაფოს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
"bbc" ნიუსი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფრანგ ჩოგბურთელს, ფრენცის ტიაფოს კორონავირუსი დაუდგინდა. ტიაფო ამერიკის ტურნეში იღებდა მონაწილეობას და გუშინ საკუთარი შეხვედრა ამერიკელ სემ ქიურეისთან გამართა. ჯერჯერობით უცნობია ქიურეის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ტიაფოს 2 კვირიანი კარანტინის და მკურნალობის გავლა მოუწევს. სამწუხაროდ საჩოგბურთო სამყაროში კორონავირუსი კვლავ მძვინვარებს და არაერთი პრობლემა იქმნება. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ ტურნეში, თავად ნოვაკი, მისი მეუღლე, ტროიცკი, ჩორიჩი და დიმიტროვი დაინფიცირდნენ.

სხვა სტატიები