Belive

პირველად მასტერსის ისტორიაში - არცერთი ნახევარფინალისტი Top 25-ეულიდან

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ინდიან უელსის მასტერსზე ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. გადამწყვეტი მატჩის წინ გრიგორ დიმიტროვი კამერონ ნორის შეხვდება, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი - ტეილორ ფრიცს. ნახევარფინალში გასული ოთხივე ჩოგბურთელი რეიტინგის Top 25-ეულს მიღმაა, რაც მასტერსების ისტორიაში პირველი შემთხვევაა (280 ტურნირი 1990 წლიდან). ბასილაშვილი რეიტინგში 36-ეა, ნორი - 26-ე, დიმიტროვი - 28-ე, ფრიცი კი - 39-ე. გუშინ ინდიან უელსის ნახევარფინალში გასვლის შანსი მე-3 და მე-4 ჩოგნებს ჰქონდათ, თუმცა სტეფანოს ციციპასი ბასილაშვილთან დამარცხდა, ალექსანდრ ზვერევი კი - ფრიცთან. საინტერესოა, რომ წლევანდელ ტურნირზე Top 25-ეულის 20 წევრი ასპარეზობდა.


სხვა სტატიები