Belive

პირველი გამარჯვება 2017 წლის შემდეგ - ბასილაშვილმა ლაიოვიჩი დაამარცხა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ წრეში დუშან ლაიოვიჩი (39) 4 სეტში - 6:3; 6:4; 0:6 და 6:2 დაამარცხა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა დღევანდელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. ნიკოლოზმა ლაიოვიჩის ჩაწოდებაზე ჯამში 8 გეიმის მოგება მოახერხა. ბასილაშვილმა 30 წლის სერბის წინააღმდეგ 30 ვინერსი შეასრულა და 48 უნებლიე შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა საფრანგეთის ღია პირველობაზე 2017 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ბოლოს ნიკოლოზმა პირველი წრე სწორედ 4 წლის წინ, ჟილ სიმონის ბარიერის დაძლევით გაიარა. მეორე წრეში ბასილაშვილი 18 წლის ესპანელ ტალანტ, კარლოს ალკარესსა (97) და ბერნაბე საპატა-მირალესს (128) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები