Belive

პირველი მასტერსის ფინალი სენსაციურად დასრულდა

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირი, რომელიც პირველი მასტერსი გახლდათ 2019 წლის საჩოგბურთო კალენდარში დასრულებულია! საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარე ტურნირის ფინალში ერთმანეთის პირისპირ როჯერ ფედერერი და დომენიკ ტიმი დადგნენ. შეხვედრის პირველი სეტი ფედერერის დომინაციით დაიწყო. შვეიცარიელმა სასტარტო გეიმებშივე მოიპოვა უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ სეტის შუაში ტიმმა უკუ-ბრეიკის გაკეთება მოახერხა, ფედერერმა მყისიერად მოუგო მეტოქეს მოწოდება და სეტის დასასრულებლად საკუთარი მოწოდების მოგება აკლდა, რომელიც სისრულეში მოიყვანა. სეტის საბოლოო ანგარიში - 6:3 დაფიქსირდა. გამომდინარე იქედან, რომ შვეიცარიელი პირველ სეტში საოცარ ჩოგბურთს თამაშობდა ვეღარავინ წარმოიდგენდა თუ როგორ უნდა დაეთმო არამც თუ შეხვედრა არამედი ერთი სეტიც კი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მეორე სეტში დომენიკ ტიმმა ანგარიშით 2:1-ზე მეტოქეს მოწოდება "წაართვა" და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე მიიყვანა. მესამე სეტს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ დრამატული, ვინაიდან ყველაფერი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. ანგარიშით - 5:5-ზე ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, შვეიცარიელ მაესტროს მასტერსის ტიტულის მოსაპოვებლად გადამწყვეტი ბრეიკი შეუსრულა. რაც შეეხება საჩემპიონო გეიმს ტიმმა ფედერერს არანაირი შანსი არ მისცა და გაიმარჯვა კიდეც. ამ გამარჯვებით დომენიკ ტიმი მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი გახდა, რითაც მან საკუთარი საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა. როჯერი კი მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა.  

სხვა სტატიები