Belive

პიტ სამპრასი - 30 წლამდე მოპოვებული "ლეგენდარულობა"

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჩოგბურთის მოყვარულთათვის პიტ სამპრასი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად მიიჩნევა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც საჩოგბურთო სამყაროს თავი ფენომენალური თამაშით დაამახსოვრა, არაერთი ტიტული მოიპოვა. 7-გზის უიმბლდონის, 5-გზის ამერიკის ღია პირველობის და 2-გზის როლან გაროსის გამარჯვებულმა, კარიერა 30 წლის ასაკში, ჯანმრთელობის არახელსაყრელი მდგომარეობის გამო დაასრულა.


TennisTV-ის ინსტაგრამ გვერდზე განთავსებული პიტ სამპრასის საუკეთესო გათამაშებების მოკლე ვიდეოკოლაში:
 
View this post on Instagram
 

On this day in 1993, Sampras became World No.1 for the first time!

A post shared by Tennis TV (@tennistv) on


1993 წლის 12 აპრილს სამპრასი მისი ბრწყინვალე და შედარებით მოკლე კარიერის განმავლობაში, პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ნომერი. აღნიშნული თარიღის შემდეგ, ამერიკელი პირველ პოზიციას საკმაოდ ბევრჯერ და დიდი ხნით დაეუფლა - პიტი მსოფლიო რეიტინგს ჯამში 286 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი გამოკითხვის თანახმად როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის გვერდით პიტ სამპრასს, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, საკუთარი ადგილი, დამსახურებულად და ურყევად აქვს დაკავებული.  

სხვა სტატიები