Belive

პლიშკოვა: "მარიამმა მე-2 სეტში კარგად ითამაშა"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ის ღია პირველობის მე-2 ეტაპზე, მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მე-3 ჩოგანს, კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდა. 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში 2 სეტში დათმო - 1:6; 4:6 და ტურნირზე წლევანდელი გამოსვლა დაასრულა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მარიამის მეტოქემ WTA-ს ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა. "ამ თამაშში ნაკლებად ვნერვიულობდი და ჩოგბურთისგან უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი, ვიდრე პირველ რაუნდში. პირველი რაუნდის დაძლევა ამაში ყოველთვის ძალიან გეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შემდეგ ეტაპზე, თავს უფრო კომფორტულად გრძნობ. ბოლქვაძემ მე-2 სეტი კარგად ჩაატარა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენი წლისაა მარიამი, მაგრამ მას აქვს დრო, რომ უფრო ძლიერი გახდეს. რა თქმა უნდა, ასეთი დონის გამოცდილება მას ძალიან დაეხმარება," - თქვა პლიშკოვამ.

სხვა სტატიები