Belive

ქალების ჩოგბურთს ახალი ლიდერი ეყოლება?

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მიმდინარე კვირაში WTA ტურის ეგიდით ბირმინგემის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებს როლან გაროსის გამარჯვებული ეშლი ბარტი, რომელიც ნახევარფინალურ ეტაპზეა. 23 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი როლან გაროსის ტიტულის მოპოვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-2 პოზიციამდე აღზევდა. იმ შემთხვევაში თუ ეშლი ბარტი ბირმინგემის ტურნირს ტრიუმფით დაასრულებს, მას 6540 ქულა ექნება და მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგება, ამჟამინდელ პირველ ნომერ ნაომი ოსაკას 6377 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ ახლოვდება უიმბლდონის ტურნირი, სადაც ნაომი ოსაკასაც და ეშლი ბარტისაც დამატებითი ქულების მოპოვების დიდი შანსები ექნებათ, ვინაიდან ორივე მათგანი გასულ წელს მე-3 რაუნდში გამოეთიშა ასპარეზს.

სხვა სტატიები