Belive

ქართველ ჩემპიონს შანხაიში ურთულესი გზა ელის

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი და ასევე აწ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე იასპარეზებს. მოგეხსენებათ, ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობა ანუ ATP-ის ეგიდით ჩატარებული პეკინის 500-ქულიანი ტურნირი მოიგო. ნიკა პეკინიდან შანხაიში გადაინაცვლებს, სადაც პირველ შეხვედრას 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 08:00 საათზე გამართავს. მისი პირველი მეტოქე ახალგაზრდა ტალანტი, კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი შაპოვალოვის ბარიერს გადალახავს, მეორე ეტაპზე მას საკმაოდ დიდი სირთულე ელის - მეორე ახალგაზრდა, რომელსაც სრულიად საჩოგბურთო სამყარო იცნობს, მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი. LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები